როგორ მოვიზიდოთ სახლში დადებითი ენერგია, ფული და იღბალი

როგორ მოვიზიდოთ სახლში დადებითი ენერგია, ფული და იღბალი

როგორ მოვამზადოთ სახლი ახალი წლის შესახვედრად, რა დავაწყოთ სუფრაზე და როგორ მოვიზიდოთ სახლში დადებითი ენერგია, ფული და იღბალი,- ამის შესახებ ფენშუის ოსტატი, თიკა ქოქაშვილი საუბრობს.
„31 დეკემბერი ხარის წელს ჯერ კიდევ არ ნიშნავს. ხარის წელი 11 თებერვლიდან იწყება. ისევ ვირთხის წელია, ორივე ფიგურა უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე. გასათვალიწინებელია: რძის ნაწარმი, ყველი, რადგან არ უნდა გავანაწყენოთ ისედაც გაბრაზებული თაგუნია, მაგრამ აუცილებელია, ბოსტნეული და ხილი, რადგან ხარის ენერგიას ვეპატიჟებით. ეს მეტალის ხარია, თეთრი, ვერცხლისფერი. წითელი ფერი აკრძალული არ იქნება, რადგან კურო და ხარი ერთმანეთისგან განსხვავდება“- ამბობს თიკა ქოქაშვილი, „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ფენშუის სპეციალისტის თქმით, გატეხილი ნივთები, რომელიც უარყოფით ენერგიას იზიდავს უნდა მოიშორონ სახლიდან.
„გატეხილი ნივთები უარყოფით ენერგიას იზიდავს, ძალიან ცუდია, ჩვენს ენერგეტიკას აზიანებს, ასე რომ, უნდა მოვიშოროთ.
რეკომენდაციაა წმენდაზე – ასუფთავებთ სახლის გარემოს, როგორც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, ზუსტად იმ მეთოდით. ძველი აღმოსავლური სწავლება ჩვენი წინაპრების სწავლებას ძალიან ჰგავს“, – ამბობს თიკა ქოქაშვილი.

FACEBOOK კომენტარები