წყვილი, რომელიც მდინარე ენგურში დაიხრჩო, შვილიშვილისთვის საჩუქრების საყიდლად მიდიოდა - აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

წყვილი, რომელიც მდინარე ენგურში დაიხრჩო, შვილიშვილისთვის საჩუქრების საყიდლად მიდიოდა - აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები
აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ირგვლივ,  ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც აფხაზეთიდან გვაცნობეს, ჯონი გვალია, მეუღლესთან და ბიძაშვილის ცოლთან ერთად, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საყიდლებზე გადმოდიოდა.

TIA.GE-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ ტყვალრჩელის რაიონის სოფ. წარჩეს მაცხოვრებლები, ჯონი და მაია გვალიები, რომლებსაც ცოტა ხნის წინ შვილიშვილი შეეძინათ, ქალიშვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ, რომელიც პანდემიის გამო 1 წლით გადაედოთ.
წყვილი, რომელიც მდინარე ენგურში დაიხრჩო, შვილიშვილისთვის საჩუქრების საყიდლად მიდიოდა - აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები



წყვილი სწორედ შვილისთვის და შვილიშვილისთვის საჩუქრების საყიდლად გადმოდიოდნენ ზუგდიდში.

"დაობლდა 7 წლის პატარა... მათ უფროსი გოგო ჰყავთ, რომელიც სულ ახლახანს გახდა დედა და მეორე კლასელი ბიჭი. გარდა ამისა, მათთან ერთად დაღუპულია 25 წლამდე გოგოც, ამათი ბიძაშვილის ცოლი. მას ჩვილი ბავშვი დარჩა", - აცხადებს წყარო.




როგორც აფხაზეთიდან გვითხრეს, დაღუპულებს წყალმა მოუსწროთ სავარაუდოდ, სადღაც 10 წუთის სავალი გზა ჰქონდათ დარჩენილი, რომ სამშვიდობოს გასულიყვნენ.

TIA.GE-ს დაუდასტურებელი ინფორმაციით, მდინარე ენგურზე 10-11 კაციანი ჯგუფი გადადიოდა. ამ დროისათვის რუსული ვერტმფრენი დაფრინავს ენგურის გასწვრივ, რომელიც სავარაუდოდ სამძებრო სამუშაოებშია ჩართული ან ე.წ. საზღვრის დაცვას ახორციელებს.

შეგახსენებთ, 7 აპრილს, მდინარე ენგურში საქართველოს 4 მოქალაქე დაიხრჩო, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ.


FACEBOOK კომენტარები