დათო ხუჯაძე უმშვენიერეს ცოლს აღარ მალავს – ფოტოები თურქეთის საელჩოში გამართული შეხვედრიდან

დათო ხუჯაძე უმშვენიერეს ცოლს აღარ მალავს – ფოტოები თურქეთის საელჩოში გამართული შეხვედრიდან
დათო ხუჯაძე მცირე ხნის წინ მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე მუსიკოსი ეკა დალაქიშვილი გახლავთ. დათომ მეუღლე საზოგადოებას ერთი პოსტით გააცნო, სადაც ლამაზი მეორე ნახევრის ფოტო გამოაქვეყნა. მასთან ერთად გადაღებული ფოტო კი არ დაუდია.
მომღერალმა მეუღლე აეროპორტში გაიცნო. ის ლოტბარი გახლავთ, თუმცა პროფესიით არ მუშაობს.
ახლახან, თურქეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე, დათო ხუჯაძე მეორე ნახევართან ერთად გამოჩნდა და „ფორტუნა“ ექსკლუზიურად გთავაზობთ წყვილის ფოტოებს.

თურქეთის საელჩოში დღეს ლაზი მომღერლის, კორჰან ოზილდიზის და მისი როკჯგუფის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კორჰანი ქართველ მომღერლებთან, ლელა წურწუმიასა და დათო ხუჯაძესთან დუეტების ჩაწერას გეგმავს. ჯილდო კავკასიის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიამ -„ფენიქსი“ გასცა. სწორედ ამ ღონისძიებას ესწრებოდა დათო ხუჯაძეც.

FACEBOOK კომენტარები