გუშინ ბათუმში კორნავირუსით 28 წლის ახალგაზრდა, თეონა ღლონტი გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მძიმედ იმყოფებოდა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. „გურიის რეგიონში მცხოვრები 28 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საცხოვრებელი ბინიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველ აპრილს შეიყვანა.
დიაგნოზი: COVID-19. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. კორონავირუსის ფონზე პაციენტს განუვითარდა მძიმე პნევმონია, რასაც დაერთო სუნთქვის ფუნქციის დარღვევა. საჭირო გახდა აპარატურული მხარდაჭერა. პაციენტი 7 აპრილს გარდაიცვალა“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით თეონა ღლონტს ერთი თვის წინ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა სავარაუდოდ აღნიშნული ფაქტი დამალა.