„არაფერი არ გამიკეთებია, საჭიროდ არ ჩავთვალე" - მეგი ბაქრაძის საქმეზე დაპატიმრებულმა ექიმმა სიმართლე მხოლოდ ახლა თქვა

„არაფერი არ გამიკეთებია, საჭიროდ არ ჩავთვალე" - მეგი ბაქრაძის საქმეზე დაპატიმრებულმა ექიმმა სიმართლე მხოლოდ ახლა თქვა
ცნობილი გახდა მეგი ბაქრაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას მისცა. "რუსთავი 2"-თვის ცნობილი გახდა, რომ ახალციხის კლინიკა "იმედის" ექიმი ვიოლეტა ინასარიძე, რომელიც პირველ ჩვენებაში ირწმუნებოდა, თითქოს მან მეგი ბაქრაძეს, აცრის შემდეგ, ადრენალინი გაუკეთა შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს - მას მეგი ბაქრაძითვის მსგავსი სამედიცინო დახმარება სინამდვილეში არ გაუწევია!

„მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია."

გამომძიებლის კითხვაზე, უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს, ვიოლეტა ინასარიძე პასუხობს:

„პრინციპში არაფერი არ მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე,"- აღნიშნავს მედიკოსი შეცვლილი ჩვენევაში და იქვე ადასტურებს, რომ მას მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია:

„არა არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქისს მაჩვენებელი.

კიდევ რას წერდა ჩვენებაში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი, ვიოლეტა ინასარიძე:

„თქვენს კითხვაზე გიპასუხებთ, რომ პროტოკოლის შესაბამისად ექიმის ფუნქციას არ წარმოადგენს პაციენტის გასინჯვა აცრის წინ. მოცემულ შემთხვევაში გასინჯვა გულისხმობს, ფილტვების მოსმენას, ყელშიო ჩახედვას, გულის ტონების მოსმენას და მუცლის გასინჯვას, რაც მეგის შემთხვევაში და არც სხვების შემთხვევაში არ მომხდარა, რადგან როგორც აღვნიშნე, აღნიშნული არ იყო გათვალისწინებული, პროტოკოლით, მაგრამ ვახდენთ შესაბამისი კითხვარით ინფორმაციის მიღებას,მათ შორის ვეკითხებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თუკი მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დადგინდა რომ აქვს ჩივილები, მერე გავსინჯავ და თუ არსებობს რისკი რომ უკუჩვენება დაფიქსირდეს არ ჩავატარებ ვაქცინაციის პროცესს,"- აცხადებს ექიმი დაკითხვის დროს.

კითხვაზე - რა ტემპერატურა ჰქონდა მეგი ბაქრაძეს აცრამდე, ექიმი ჩვენებაში წერს, რომ:

„მეგის მე თავად გავუზომე ტემპერატურა, და მას აცრის წინ აღენიშნებოდა - 36,7"

ექიმი ჩვენებაში ასევე ამბობს, რომ რაიმე გარემოება, რასაც შეიძლებოდა პოსტვაქცინური უკუჩვენება გამოეწვია არ არსებობდა.
FACEBOOK კომენტარები