გუშინ ენგურთან მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 4 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს.
ცოტახნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ენგურში გარდაცვლილთა შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. დაღუპულები მაყვალა გამისონია და ჯონი გვილია არიან. როგორც ირკვევა ცოლ-ქმარს სამი შვილი დარჩა.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.