ბავშვების ვაქცინაცია სავალდებულოა - წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლებს დააჯარიმებენ

ბავშვების ვაქცინაცია სავალდებულოა - წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლებს დააჯარიმებენ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სავალდებულო ვაქცინაციაზე გადაწყვეტილება მიიღო. მათი გადაწყვეტილების მიხედვით, ჩეხეთში ბავშვების აცრა სავალდებულოა 9 დაავადებაზე. აუცრელი ბავშბის მშბლებს კი შესაძლოა დაეკისროთ ჯარიმა.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს თავის ისტორიაში პირველი გადაწყვეტილება გამოიტანა სავალდებულო ვაქცინაციაზე.
სასამართლოს დიდმა პალატამ (16 ხმით ერთის წინააღმდეგ) თქვა, რომ ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაცია არ არღვევს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით.
ჩეხეთში ბავშვების აცრა სავალდებულოა 9 დაავადებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშობლებს, შესაძლოა, დაეკისროთ ჯარიმა. აუცრელ ბავშვებს არ იღებენ საბავშვო ბაღში.
სასამართლომ მიუთითა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა, თუმცა ჩეხეთს აქვს ლეგიტიმური მიზანი და შეფასების ფართო ზღვარი. სავალდებულო ვაქცინაცია ბავშვისვე საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. იცავს მათი და სხვების ჯანმრთელობასა და უფლებებს.
აუცრელი ბავშვის ბაღში არ-მიღება და/ან მშობლის დაჯარიმება კი პროპორციულ ღონისძიებებად იქნა მიჩნეული, რომლებიც „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

FACEBOOK კომენტარები