„მძღოლმა დამირეკა, პატრული მეძებსო… – ამ ადამიანებმა მიხსნეს დღეს დიდი უხერხულობისგან

„მძღოლმა დამირეკა, პატრული მეძებსო… – ამ ადამიანებმა მიხსნეს დღეს დიდი უხერხულობისგან
სამართალდამცველები არიან ის ადამიანები, რომელთა მთავარი საზრუნავი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაა.
 
ისინი ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას 24 საათის განმავლობაში. აქვთ მკაცრად გაწერილი წესები, სამოქმედო გეგმა და ვალდებულება.
 
თუმცა, პოლიციის სამხრეების, კანონით დაკისრებული მოვალეობის მიღმა, მათ ვხედავთ რიგითი მოქალაქეების ამპლუაში. ისინი ხშირად არიან მაშველები, მეგობრები. ასეთი ბევრი ადამიანური ისტორიის მოყოლა შეიძლება.
 
„პრაიმტაიმი“ არაერთხელ დაუწერია პოლიციელების შესახებ ისეთ ფაქტებზე, რითაც ბევრჯერ დაიმსახურეს მოქალაქეებისგან გულწრფელი მადლობა.
 
ახლა კი პირადად მოგიყვებით ორ პატრულზე და უცნობ ბიჭზე, რომელმაც დღეს ჩემი მძღოლი “გადამირჩინა.
 
საქმე იმაშია, რომ მოუცლელობის გამო, მძღოლს ვთხოვე ჩემი რამდენიმე ნივთი ერთ კომპანიაში მიეტანა.
 
დამირეკა, ჩავაბარეო, მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე. რამდენიმე წუთში ისევ რეკავს.
 
ახლა საპატრულო ეკიპაჟმა დამირეკა და მეძებს სად ვარო… წამიერად გული გამიჩერდა, (არადა პატიოსანი კაცია).
 
– რა მოხდა? – აღმომხდა უცებ …
 
– შენ რომ ნივთები გამატანე, იმათ ჩაბარების დროს პირადობა მომთხოვეს. გამოსვლისას, როგორც ჩანს ყველა საბუთი ამომვარდნია ქუჩაში და ვერ გავიგე. ვიღაც ბიჭს უპოვია და პატრულისთვის გადაუციაო.
 
ახლა პატრულმა დამირეკა, სად ხართ, მოვალთ მოვიტანო…
 
ვთხოვე ისე არ გაუშვა, ფოტო რომ არ გადაუღო მეთქი და აი, პირობაც შეასრულა.
 
იცნობდეთ, ჩვენს საიმედო ადამიანებს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. შსს-ს ეს თანამშრომლები მთაწმინდის რაიონულ განყოფილებას ემსახურებიან. ლეიტენანტები: ალექსანდრე წიკლაური და მიხეილ მახათაძე.
მადლობა იმ მოქალაქეს ვისი სახელიც არ ვიცით, მე კი გადამარჩინეს დიდი უხერხულობისგან…
FACEBOOK კომენტარები