ავტომობილი ჯერ ბეტონის ჯებირს, შემდგომ მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა და ხევში გადავარდა და ამოყირავდა - როგორია მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ავტომობილი ჯერ ბეტონის ჯებირს, შემდგომ მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა და ხევში გადავარდა და ამოყირავდა  - როგორია მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა
რამდენიმე წუთის წინ, ქ. წალენჯიხაში, ზუგდიდის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
 
არსებული ინფორმაციით, წალენჯიხიდან მიმავალი სატვირთო ავტომობილი ჯერ ბეტონის ჯებირს, შემდგომ მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა, ბოლოს, ხევში გადავარდა და ამოყირავდა.
 
მძღოლმა დაზიანებები მიიღო. ის ახლა, კიდურების მოტეხილობით “ევექსის” კლინიკაშია გადაყვანილი.
 
ადგილზე მობილიზებულია შს წალენჯიხის პოლიციის ქვედანაყოფის და კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები.
 
ამ წუთებში ქალაქისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგენილია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
FACEBOOK კომენტარები