,,ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება, ყველას და ყველაფერს ნიღაბი ეხდება... "- ლელა კაკულია საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს

,,ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება, ყველას და ყველაფერს ნიღაბი ეხდება... "- ლელა კაკულია საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
ლელა კაკულია, რომელიც სოციალურ ქსელში პერიოდულად წინასწარმეტყველურ პოსტებს აქვეყნებს წერს, რომ მალე საქართველოს ყოფა დადებითად შეიცვლება. კაკულიას პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,კოსმოსი არ დაუშვებს საქართველოს დაშლას, ქართველების გადაშენებას. ისტორიულად ცნობილია, რომ რუსეთის მთავრობას, ანუ ნიკიტა ხრუშოვს სურდა ქართველების გასახლება, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ რუსებს. მოხდა ისე, რომ ეს საკითხიც დაიხურა და ბევრი სხვა რამაც. დღეს იგივე მცდელობა აქვს რუსეთის მთავრობას, მაგრამ ისევ არაფერი გამოუვა.


მავთულხლართებს, რომლებსაც რუსები ავლებენ სამაჩაბლოში და ვითომ საზღვრებს აკანონებენ, დაიმახსოვრეთ, ქართველებო, რომ რუსები თავისი ხელით დაშლიან.

ვიმეორებ მრავალჯერ ნათქვამს, რომ კავკასიას რუსეთი დაკარგავს. მალე მათ მმართველობას წერტილი დაესმება. ეს არის რუსეთის მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგები. დღეს კი მოსახლეობა, ვხედავ, წინააღმდეგობას გაუწევს რუსებს. ვხედავ პატარ-პატარა დაჯგუფებებს — პარტიზანებს ჰგვანან — რომლებიც დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ რუსებს, ანუ რუს ჯარისკაცებს ჩახოცავენ. ვერავის ვერაფერს დააბრალებენ. იტყვიან, რომ ხალხი თავის ქონებას იცავს, იმ მიწებს, რომლებსაც სამშობლო ჰქვია. ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც.

რუსეთის მთავრობის ყველა მცდელობა იმისა, რომ დაშალოს და დააქუცმაცოს საქართველო, ჩაშლილია. ამას საქართველოს მტრები ვერ ეღირსებიან!!!

და საერთოდაც, საქართველოში ავტონომიები აღარ იქნება. ეს ასეა 100 პროცენტით. რუსეთის თავხედობა მალე, ძალიან მალე აღიკვეცება და მას ევროპა და ამერიკა ერთობლივი, გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდებიან. დიახ, დაუპირისპირდებიან! ასევე მალე რუსეთს მთელი კავკასია აუმხედრდება და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ეს ჯერ კიდევ 20 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე: 1987-1992 წლებში. ასე რომ იმ ვერაგულ პოლიტიკას, რაც რუსეთის მთავრობამ ჩაიფიქრა, კოსმოსი თავზე დაამხობს მათ.

მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი ამ შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ წავა, მათდა გასაოცრად, საქართველოს დაიცავს და გამოხატავს საკუთარ აზრს საქართველოს მიმართ რუსეთის არასწორ პოლიტიკასთან დაკავშირებით. და ასევე მთელ კავკასიაშიც.

ვხედავ შავ ზღვაში მდგარ ამერიკულ სამხედრო გემებს. ეს არ არის სამხედრო ძალების დემონსტრირება და რუსები ამას ძალიან კარგად ხვდებიან. ასევე ხვდებიან იმასაც, რომ საქართველო საბოლოოდ დაკარგეს. დიახ, ასეა, 1921 წელი აღარასდროს განმეორდება ჩემს ქვეყანაში! ჩემი საქართველო მომავალში თავისუფალია და ვხედავ, ღირსეული მამულიშვილები მართავენ ქვეყანას.

არ დაივიწყოთ, ქართველებო, მრავალი წლის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება: მოდიან „მეცნიერები“, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და აქედან დაიწყება საქართველოს აღზევება.

მინდა აღვნიშნო, რომ არც მესხეთ-ჯავახეთში არ გამოუვა რუსეთს არაფერი, რასაც ყოველთვის ცდილობდნენ ისინი სომხებთან ერთად.
ასევე ვხედავ არმენია-სომხეთში დიდი გამოსვლები იწყება. იმართება მრავალრიცხოვანი მიტინგები. ვხედავ ტრაფარეტებს წარწერებით: „რუსებო, გაეთრიეთ არმენიიდან — სომხეთიდან!“ ითხოვენ ასევე მთავრობის გადადგომას. ამ გამოსვლებს სომხეთის მთავრობა სასტიკად ჩაახშობს, რაც მომავალში ძალზე ძვირად დაუჯდება. ყველა იმ ძალადობაზე, რასაც საკუთარ ხალხზე განახორციელებს, პასუხს მოსთხოვენ და გაიმართება დიდი სასამართლოები.

მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთი ვერანაირ შეღავათებს ვერ იღებს რუსეთის მთავრობისგან. არც უკეთესობისკენ არის მომართული მათი მომავალი. არიან ისეთსავე რთულ მდგომარეობაში, როგორშიც იყვნენ წარსულში. ახლა სომეხი ხალხი თვითონაც ხვდება, რომ რუსეთისგან სიკეთეს არ უნდა ელოდნენ, ვინაიდან რუსეთი თამაშობს მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც თავად სჭირდება. რუსეთის მთავრობა ფიქრობს, ჩვენ ზესახელმწიფო ვართ და უფლება გვაქვს, ვაკეთოთ ყველაფერი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, როგორც მოგვესურვება, ყველაფერი უნდა მოერგოს მხოლოდ რუსულ პოლიტიკასო. ამიტომ ნურავის ნუ გექნებათ ილუზიები ყოფილ საბჭოთა რესპულიკებში, რომ რუსეთი თქვენს მიმართ რაიმე სასარგებლო პოლიტიკას გაატარებს. ნუ ენდობით!

რუსეთის მთავრობა თავის ხალხსაც ვაკუუმში ამყოფებს. საერთოდ ინფორმაციული ვაკუუმი აქვს შექმნილი, დაუშვებელი ხერხებით მოქმედენ. თითქოს ამერიკისა და ევროპის, მთელი მსოფლიოს კანონები მათზე არ მოქმედებს. „ჩვენ ვართ უძლეველი, დიდი სახელმწიფო!“ — ასე აცხადებენ. ასეთი პოლიტიკა რუსეთს თვითგანადგურებამდე მიიყვანს. ეს ვიცი და ვხედავ ასი პროცენტით.

მსოფლიო პოლიტიკურ ზეწოლებს განახორციელებს რუსეთზე, რითაც მალე მიახვედრებენ, რომ რუსეთი საერთოდ უძლურია მსოფლიოში არსებული ყველა მოვლენის მიმართ. ამით კარგავენ ძალიან ბევრს, რაც არ უნდა დაეკარგათ და იძენენ უკვე უფრო მეტად მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს.

თურქეთსა და რუსეთს შორის ძალიან ცუდი დამოკიდებულება შეიქმნება. ერთმანეთში პოლიტიკური თამაშიც კი არ გამოუვათ. იქნება დაპირისპირება, რაც საქართველოს პოლიტიკაზე ასხამს წყალს. ამიტომ ვიწინასწარმტყველე წარსულში, რომ თურქეთი კბილებით დაიცავდა საქართველოს. ეს ასი პროცენტით ასრულდება. შავი ზღვა კი იქცევა ნატოს საზღვაო ხომალდების ნავსაყუდელად. სხვათა შორის, ასეთი გადაწყვეტა საკითხისა დიდ სიმშვიდეს მოუტანს კავკასიას და შავი ზღვისპირეთს. აი, მაშინ დაიწყება ძალიან დიდი მოთხოვნები და მითითებები ევროპა–ამერიკისგან, რომ საქართველო უნდა იყოს ხელშეუხებელი სახელმწიფო თავის ტერიტორიებში, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველო — აფხაზეთი და სამაჩაბლო.
ვიმეორებ: რუსეთს საქართველოს მიმართ შედგენილი ყველა გეგმა და პროექტი ქართველთა გასანადგურებლად, ჩაეშლება, არაფერი გამოუვა.

სხვათა შორის, გარდა სამაჩაბლოსი, პარტიზანული დაჯგუფებები მოგვევლინება აფხაზეთშიც, ზემო სვანეთში — კოდორში, დალის ხეობაში.
აქვე აღვნიშნავ, რომ სახელწოდება კოდორის საბოლოოდ შეცვლა გამორიცხულია. ეს სახელი კოსმოსიდან არის წამოსული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა, რომელშიც დიდი აზრი დევს. ამას ადამიანის გონება ძნელად მისწვდება, მაგრამ მსურდა, ორიოდ სიტყვა მაინც მეთქვა.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის ხეობაა, საიდანაც ქართველი ჯარისკაცები შევლენ აფხაზეთში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აფხაზეთი როგორ დასუფთავდება. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ეს თავად აფსუებისთვისაც გადამრჩენელი მომენტი იქნება, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვან. თუმცა კოსმოსი არავის არაფერს არ ეკითხება. სხვა ეროვნება ვერ გაჭაჭანდება აფხაზეთში. ისინი ტოვებენ ჩვენს მიწებს და გადიან საქართველოდან. სტუმარი იყოს მასპინძელი და მასპინძელი ლტოლვილი თავის სახელმწიფოში, ამას ნამდვილად არ დაუშვებს კოსმოსი.

დღეს რაც ხდება საქართველოში, ფაქტობრივად, ამით ყველასა და ყველაფერს ნიღაბი ეხდება. მალე ნამდვილი ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბდება, ვინაიდან მოდიან „მეცნიერები“ და მოდის „გიორგი ბრწყინვალე“. მრავალჯერ მითქვამს და ვიმეორებ, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ',- წერს კაკულია სოციალურ ქსელში.
FACEBOOK კომენტარები