ვინ იყო კრიმინალური სამყაროს ქართველი “გენერალი”, რომლის სიკვდილმაც მთელი ქურდული სამყარო შეძრა – რამ იმსხვერპლა ქართველი კანონიერი ქურდი?

ვინ იყო კრიმინალური სამყაროს ქართველი “გენერალი”, რომლის სიკვდილმაც მთელი ქურდული სამყარო შეძრა – რამ იმსხვერპლა ქართველი კანონიერი ქურდი?
საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ კრაიმის” ცნობით, იაროსლავში ქუთაისელი “კრიმინალური ავტორიტეტი”, 64 წლის ნიკოლოზ სოხაძე, იგივე “კოკი” გარდაიცვალა.
“კრიმინალური სამყაროს გენერლის” სახელით ცნობილი სოხაძე, არაერთხელ არის ნასამართლევი. როგორც ამბობენ, ქართველ “კანონიერ ქურდს” კორონავირუსი ჰქონდა. ვირუსის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კოვიდმა მას თირკმელები დაუზიანა, სწორედ ამან გამოიწვია “კანონიერი ქურდის” გარდაცვალება.
სხვა ადგილობრივი “კრიმინალური ავტორიტეტებისგან” განსხვავებით, “კოკი” საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა. ის იაროსლავში ჯერ კიდევ 90-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად და “კანონიერი ქურდების” წინააღმდეგ შემოღებული ახალი, მკაცრი კანონების მიუხედავად, მაინც იქ რჩებოდა.
სოხაძე რამდენჯერმეა ნასამართლევი ქურდობისა და, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების გამო. ბოლოს 2010 წელს ის ნარკოტიკების გამო დააკავეს.
FACEBOOK კომენტარები