„ჩემი მეუღლის გათავისუფლებით, ალბათ, მეორედ დავიბადე“ - ზაზა გახელაძის მეუღლის პირველი კომენტარი

„ჩემი მეუღლის გათავისუფლებით, ალბათ, მეორედ დავიბადე“ - ზაზა გახელაძის მეუღლის პირველი კომენტარი
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „შეიწყალა“.
 
„უბედნიერესი ვარ, ჩემი მეუღლის გათავისუფლებით, ალბათ, მეორედ დავიბადე. არ ველოდი გუშინ გაკეთებული ბუნდოვანი განცხადებების შემდეგ, ნამდვილი სიურპრიზია. ემოციებისგან ლაპარაკი მიჭირს, მადლობა მხარდაჭერისთვის”, – განუცხადა “კვირას” გახელაძის მეუღლემ.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.
დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
FACEBOOK კომენტარები