ეკატერინე ტიკარაძე განცხადებას აკეთებს და საზოგადოებას მიმართავს

ეკატერინე ტიკარაძე განცხადებას აკეთებს და საზოგადოებას მიმართავს
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ხელახალი რეგულაციების დაწესება და ლოკდაუნი დამოკიდებულია კორონავირუსის გავრცელების ტემპზე.
ისი თქმით, ტურისტულ სეზონზე, კერძო სექტორის ჩართულობა და მათთვის მოწოდებული რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია.
“სწორედ ეს რეგულაციები განაპირობებს იმას, დავდგებით თუ არა ჩვენ შემოდგომაზე ისევ და ისევ იმ არჩევანის წინაშე, ჩავკეტავთ თუ არა ქვეყანას და გვექნება თუ არა განმეორებითი ლოკდაუნი. რა თქმა უნდა, ამის სურვილი ჩვენ არ გვაქვს და თუმცა ამის ფუფუნებას არ გვაძლევს ჩვენ პანდემია და ის რიცხვები, რომლებიც დღითიდღე არის მზარდი, განაპირობებს უკვე ამ გადაწყვეტილებების მიღებას.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ორჯერადი ნახტომი და ინფექცია არის საკმაოდ გაზრდილი. შემდეგი 2 კვირა იქნება გადამწყვეტი ამ გადაწყვეტილებების მიღებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორის და მოქალაქეების ჩართულობა იქნება ამ მიმართულებით და არამხოლოდ ვაქცინაციის მიმართულებით”. – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
FACEBOOK კომენტარები