video: რას ჰყვება ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს ვაქცინა გაუკეთა

video: რას ჰყვება ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს ვაქცინა გაუკეთა
ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს ვაქცინა გაუკეთა, ჰყვება თუ როგორ განვითარდა პრეპარატის მიღების შემდეგ პროცესები.
„მშვენივრად იყო, ინტერვიუც მისცა. 20-25 წუთში შეუძლოდ გახდა და ქავილი დაეწყო. მაშინვე გაკეთდა ადრენალინი. ყველას შეგვეშინდა, რეანიმატოლოგმა მაშინვე გაუკეთა კათეტერი და გაკეთდა შესაბამისი პრეპარატები, 5 წუთში თავი უკეთ იგრძნო. რამდენიმე ხანში დაეწყო ძლიერი თავის ტკივილი, ეგრევე დავუძახე რეანიმატოლოგს და მაშინვე დაეწყო ღებინება, წამებში მოვიდნენ რეანიმატოლოგები, იცით რამდენჯერ გაუჩერდა გული? აკვდებოდნენ ბიჭები, ისე ცდილობდნენ მის შველას“, - განაცახადა ექიმმა.
ცნობისთვის, 17 მარტს ახალციხეში ექთანმა მეგი ბაქრაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ასტრაზენეკა გაიკეთა. სავარაუდოდ, პრეპარატმა მასზე უარყოფითად იმოქმედა. გართულებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და 27 წლის მედიკოსი 19 მარტს გარდაიცვალა.

FACEBOOK კომენტარები