მასწავლებელზე, რომელმაც ბავშვები თოვლში აცეკვა სკოლის დატოვება მოუწია, თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი

მასწავლებელზე, რომელმაც ბავშვები თოვლში აცეკვა სკოლის დატოვება მოუწია, თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი
სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის პედაგოგი თამუნა ლაბაძე, რომელმაც ბავშვები თოვლში  აცეკვა, მუშაობას იმავე სკოლაში გააგრძელებს. 

ამის შესახებ თამუნა ლაბაძემ "პალიტრავიდეოს" უთხრა. 

ლაბაძე ამბობს, რომ მას კოლეგებმა "საათები" გაუნაწილეს და სამსახურიდან არ გაუშვეს.  ის კოლეგებს მადლობას უხდის.

შეგახსენებთ,  რომ მასწავლებელმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამსახურის გარეშე დარჩა. ის სკოლაში დროებით, ძირითად შტატში მყოფი მასწავლებლის დეკრეტული შვებულების დროს მივიდა. 

ახლა მასწავლებელი სამსახურში დაბრუნდა და თამუნა ლაბაძეს სამსახურიდან წამოსვლა მოუწია.


FACEBOOK კომენტარები